პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას’’ ფოთის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას’’ ფოთის ოფისი გაიხსნა.

კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ საპორტო ქალაქი არ შეიძლება იყოს დაცლილი და ემიგრაციაში გახიზნული, ადგილობრივი პრობლემები უნდა გადაწყვიტონ ფოთელებმა, რადგან ქალაქს აქვს პოტენციალი იყოს მდიდარი, წარმატებული და ევროპული ქალაქი.

„მინდა ფოთზე ვილაპარაკო, სადაც ერთდება სამი მნიშვნელოვანი საქართველოს კუთხე. მინდა ვილაპარაკო ფოთზე, სადაც ერთიანდება საქართველო და ევროპა. ეს ქალაქი იმსახურებს მეტს, ეს ქალაქი იმსახურებს მეტს იმიტომ, რომ შეიძლება ძალიან ბევრი სიმდიდრე ჰქონდეს.

საპორტო ქალაქი არ შეიძლება იყოს დაცლილი და ემიგრაციაში გახიზნული. ასეთი რამ არსად ხდება და ეს კარგად აჩვენებს, რომ მისი მთავარი განძი, შავი ზღვა, ამ ქალაქს არაფერს აძლევს. ფოთმა უნდა დაიბრუნოს ევროპული კარიბჭის, განათლების ქალაქის და აქ აუცილებლად უნდა იყოს რეგიონული განათლების ჰაბი. არ შეიძლება აქ არ იყოს უნივერსიტეტი. ფოთი უნდა გახდეს ფინანსური ცენტრი დასავლეთ საქართველოში.

ფოთი უნდა იყოს მდიდარი, წარმატებული, მშვიდი ქალაქი. ფოთი არის დიდი პოტენციალის ქალაქი და პრობლემები უნდა გადაწყვიტონ ფოთელებმა, რადგან ამ ქალაქს აქვს პოტენციალი იყოს მდიდარი, წარმატებული და ევროპული ქალაქი“, - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ეს არის გუნდი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს და ამით მოაგვარებს ყველა პრობლემას, რომელიც ქვეყანას აქვს.

„ბავშვებს, აქ რომ დგანან, 5 წელში უნდა ჰქონდეთ ევროკავშირის პასპორტი, დასჭირდებათ ევროპული განათლება? - მიიღებენ ევროპულ განათლებას. დასჭირდეაბთ ევროპული ჯანდაცვა? - ექნებათ ევროპული ჯანდაცვა.

ამაზე კარგ საქმეს ვერ გავუკეთებთ ქვეყანას. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ქვეყანას ხუთ წელიდში შეიყვანს ევროკავშირიში და ამით მოვაგვარებთ ყველა პრობლემას, რომელიც ქვეყანაში გვაქვს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერებმა დღეს ოფისები სამეგრელოს მასშტაბით გახსნეს.

აღნიშნულ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის” ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში