ენტონი ბლინკენი - პრემიერ-მინისტრმა დამიდასტურა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას ეთანხმება, ახლა „ჰამასმაც“ იგივე უნდა გააკეთოს

პრემიერ-მინისტრმა დამიდასტურა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას ეთანხმება, ახლა „ჰამასმაც“ იგივე უნდა გააკეთოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ პრესასთან საუბრისას განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო.

„პრემიერ-მინისტრმა დამიდასტურა, რომ ისრაელი აშშ-ს მიერ გასულ კვირას დოჰაში გაკეთებულ დამაკავშირებელ შეთავაზებას ეთანხმება, რათა მხარეებს შორის არსებული განსხვავებები დააკავშიროს. ახლა „ჰამასმაც“ იგივე უნდა გააკეთოს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მისივე თქმით, გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება „ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებსაც წარმოადგენს და ღაზის სექტორის მოსახლეობის ყოველდღიურ საშინელ ტანჯვას შეამსუბუქებს“.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს