მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე - მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ მეხუთე კოლონა - ისინი იმართებიან გარე ძალებით და სწორედ ამ ძალების დაკვეთებით მოხდა მათი გადაჯგუფება

“ისინი არ არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ მეხუთე კოლონა,-ასე ეხმაურება პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფების პროცესს.

მისი თქმით,ორც მან განმარტა, რადიკალური ოპოზიცია გარე ძალებით იმართება, სწორედ ამ ძალების დაკვეთით მოხდა გადაჯგუფება და თითქოს ახალი ოპოზიციური ძალების ჩამოყალიბება.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ოპოზიცია ერთიან ძალას - „კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენს“.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს სრული სიმართლე. ისინი არ არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ მეხუთე კოლონა. ისინი იმართებიან გარე დაკვეთებით. სწორედ ამ დაკვეთებით მოხდა მათი გადაჯგუფება და თითქოს ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა. უცხო ძალების კარნახით ხდება ყველაფერი. ეს გადაჯგუფებები მხოლოდ და მხოლოდ იმას მოასწავებს, რომ ეს ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარეობს და აქ პირდაპირი არჩევანი აქვს საქართველოს მოსახლეობას გასაკეთებელი. ვხედავთ, რომ ეს ძალები შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას, ყველა ნაცმოძრაობის ყოფილი წევრია და ერთიან ძალას წარმოადგენენ - კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მეხუთე კოლონას,“- აღნიშნა ყაველაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია