პეტრე ცისკარიშვილი - „ქართულ ოცნებაში“ ვეღარ აკონტროლებენ ქალბატონი ზურაბიშვილის მოქმედებებს, აქედან გამომდინარე, თავს ესხმიან

ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ისინი [„ქართული ოცნება“] ვეღარ აკონტროლებენ ქალბატონი ზურაბიშვილის მოქმედებებს, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ნერვებს უშლის, ამიტომ თავს ესხმიან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ინსტიტუტი ახერხებს, რომ არ იყოს ტოტალიტარულ წყობილებაში ჩამჯდარი ინსტიტუცია.

„ნებისმიერ ინსტიტუციას, თუ ცალკეულ უწყებას, რომელსაც შეიძლება ისინი თეორიაში ვერ აკონტროლებენ, არ მოსწონთ, უპირისპირდებიან და სწორედ ეს არის მაგალითი, თუ რატომ ესხმიან თავს ქალბატონ ზურაბიშვილს და მთლიანად პრეზიდენტის ინსტიტუციას. [სალომე ზურაბიშვილი] მათი მოყვანილია, არჩევნების პერიოდში ისინი დაეხმარნენ, მაგრამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ისინი ვეღარ აკონტროლებენ ქალბატონი ზურაბიშვილის მოქმედებებს, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ნერვებს უშლის და თავს ესხმიან იმიტომ, რომ არ არის ტოტალიტარულ წყობილებაში ჩამჯდარი ინსტიტუცია თვითონ ქალბატონი ზურაბიშვილი და პრეზიდენტი“, -განაცხადა ცისკარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს