სოფო ჯაფარიძე - ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ახლა „ქართული ოცნება“ მას სრული ფინანსური კრიზისით ემუქრება ამერიკასთან ურთიერთობის დანგრევით

ამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ახლა „ქართული ოცნება“ მას სრული ფინანსური კრიზისით ემუქრება ამერიკასთან ურთიერთობის დანგრევით. ივანიშვილის რუსული კანონი არა მხოლოდ გვიკეტავს ჩვენ გზას ევროპისკენ, არამედ გვიწყვეტს დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელიც გადაარჩენს ძალიან ბევრ სიცოცხლეს საქართველოში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

სოფო ჯაფარიძის თქმით, საქართველოს მთავრობას არ გაუცია მკაფიო პასუხი, როგორ აპირებს გააგრძელოს ის პროექტები, რომელიც ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მიერ ფინანსდებოდა და „ქართული ოცნების“ რუსული პოლიტიკის გამო შეჩერდა“.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს „ქართული ოცნების“ შექმნილი კრიზისის გამო, რა ბედი ელის ამ პროექტებს. ჯამში 95 მილიონ დოლარზეა საუბარი! მათ შორის არის ჯანდაცვის სექტორის. ამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ახლა „ქართული ოცნება“ მას სრული ფინანსური კრიზისით ემუქრება ამერიკასთან ურთიერთობის დანგრევით.

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი არა მხოლოდ გვიკეტავს ჩვენს გზას ევროპისკენ, არამედ გვიწყვეტს დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელიც გადაარჩენს ძალიან ბევრ სიცოცხლეს საქართველოში.

აქ საუბარია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ექიმების მომზადება, საავადმყოფოების მშენებლობა, ინტერნეტის მიწოდება სოფლად კლინიკებისთვის და სხვა ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტები.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში მხოლოდ ამერიკული დახმარება 6 მილიარდ დოლარს აჭარბებს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ეს კონტაქტები კიდევ უფრო გაძლიერდა და საქართველოში არა ერთი უმნიშვნელოვანესი ამერიკული პროექტი განხორციელდა, მათ შორის არის ლუგარის ლაბორატორია.

ამიტომ ჩემი კოლეგები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე ახლა ესწრებიან ჩიკაგოში დემოკრატიული პარტიის ყრილობას - ჩვენ იქ ვართ ერთი მკაფიო გზავნილით, საქართველო ხელახლა გაიხსნება ამერიკული ინვესტიციებისთვის და დახმარებისთვის, როდესაც ჩვენ მოვიშორებთ „ქართულ ოცნებას“.

შეერთებული შტატების მხარდაჭერით, ჩვენ ავაშენებთ მეტ საავადმყოფოს, მოვამზადებთ მეტ ექიმს და ექთნებს და გავაუმჯობესებთ ჯანდაცვას ქართველებისთვის, რათა მათ იცხოვრონ უკეთესად, უფრო დიდხანს. ოღონდ ჯერ ჩვენი ქვეყანა უნდა განვკურნოთ ავადმყოფობისგან, რომელიც არის „ქართული ოცნება“. დასავლური ინვესტიციებისთვის, დასავლური ხელფასებისთვის და დასავლური ხარისხის ჯანდაცვისთვის, ერთიანობა ერთადერთი გამოსავალია“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში