ისრაელმა სამხრეთ ღაზაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 6 მძევლის ცხედარი დაიბრუნა

ისრაელმა სამხრეთ ღაზაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 6 მძევლის ცხედარი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით, ხან იუნისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სამხედროებმა ექვსი მძევლის, ალექს დანსიგის, იაგევ ბუჩშტავის, ხაიმ პერის, იორამ მეცგერის, ნადავ პოპლეველისა და ავრამ მუნდერის ცხედრები აღმოაჩინეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა დაღუპული მძევლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს