ვახუშტი მენაბდე - ხელისუფლება ახლაც სრულად აკონტროლებს საკონსტიტუციო სასამართლოს და „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება უმარტივესად შეუძლია დაავალოს

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის შეფასებით, “ქართულ ოცნებას“, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს აკონტროლებს, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დასახული მიზნების მიღწევა არც დღეს გაუჭირდება.

ამასთან, მენაბდე “გამოგონილს“ უწოდებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, კონსტიტუციის შეცვლის საჭიროების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას.

“ქართული ოცნება” განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერს რისთვის სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. სამ მიზეზს ასახელებს, მაგრამ სამივეს გაკეთება 76 დეპუტატითაც შეუძლია.

შინაარსის ანალიზის გარეშე ვთქვათ:

  1. კოლექტიური “ნაცმოძრაობის” არაკონსტიტუციურად გამოცხადება - ხელისუფლება ახლაც სრულად აკონტროლებს საკონსტიტუციო სასამართლოს და უმარტივესად შეუძლია ეს დაავალოს;
  2. “ოჯახური ღირებულებების” კონსტიტუციური კანონის მიღება - რაც მანდ უწერია, ყველაფერი ჩვეულებრივი კანონითაც რომ მიიღოს, საკონსტიტუციო სასამართლო მაინც არ გაუუქმებს;
  3. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ კონსტიტუციის შეცვლა - გასაგებია, რომ ეს გამოგონილი მიზეზია.

არის მეოთხეც, მაგრამ არ ვიცით რაა. რა შეიძლება იყოს თქვენი აზრით?“, - წერს მენამდე სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება