„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ აჭარაში წარდგენილი დელეგატები „ნეპოტიზმითა და უკონკურენტოდ ტენდერების მოგებით გამდიდრდნენ“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრების, რეზო ხარაზისა და ბონდი თედორაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ, აჭარაში წარმოდგენილი დელეგატები, ანზორ ბოლქვაძე და გია ჭყონია „ნეპოტიზმითა და უკონკურენტოდ ტენდერების მოგებით გამდიდრდნენ“. ოპოზიციის წევრებმა საგანგებო ბრიფინგი აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მაჟორიტარული სისტემა მივაბარეთ წარსულს, თუმცა, „ოცნება“ მაინც ებღაუჭება მას და ამჯერად ივანიშვილმა თავისი „დელეცები“ წარმოგვიდგინა ე.წ დელეგატების სახით. მინდა, კარგად იცოდეს საზოგადოებამ, ვინ არიან ეს ადამიანები, როგორ მოახერხეს ივანიშვილის „დელეცად“ წოდებულმა ანზორ ბოლქვაძემ და გია ჭყონიამ გამდიდრება იმ ფონზე, როცა აჭარაში ოფიციალური სტატისტიკით 147 000 ადამიანი სიღარიბეს ებრძვის, აქედან 25 000 ბავშვი სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო შემწეობაზეა. როგორ მოახერხეს აჭარის სანაპიროზე საუკეთესო ადგილების, მიწების მისაკუთრება, როგორ მოახერხეს ყველა მსხვილი ტენდერის უკონკურენტოდ მოგება. მაგალითად, დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიაში, ნეპოტიზმი არის მისი მთავარი ხაზი და რაც მნიშვნელოვანია, ის აკონტროლებს მაღალმთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს თავისი საცეცებით“,- განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა რეზო ხარაზმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბონდო თედორაძემ კი აღნიშნა, რომ ივანიშვილი, ნაცვლად სიღარიბის დაძლევისა, ნაცვლად სიახლისა - გვაბრუნებს წარსულში, „სადაც კორუფციით, ნეპოტიზმით, ტენდერების ჩაწყობით, ახლა უკვე თავისი ე.წ დელე(ც)გატი გია ჭყონია შესთავაზა აჭარას და კონკრეტულად, ქობულეთს“.

„ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ერთ მხარეს არის მილიონერი გია ჭყონია თავისი ჩაწყობილი ტენდერებით, მწვანე კონცხზე და არა მარტო იქ, გროშებად მიტაცებული სახელმწიფო მიწებით, „ოცნებისთვის“ შეწირული მილიონობით ლარით, ხოლო, მეორე მხარეს არის ევროპული, ცივილიზებული, წარმატებული სახელმწიფოს იდეა, სადაც ხელისუფალი ზრუნავს ხახალზე და ასრულებს ხალხის დაკვეთას, წარმატებულ ბიზნესს კი აქვს თავისი ადგილი“, - აღნიშნა ბონდო თედორაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის