პაატა მანჯგალაძე - ნუ უსმენთ „ქოც“ პროპაგანდისტებს, მათ მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ - გაიხანგრძლივონ ხალხის ძარცვის უფლება

ნუ უსმენთ „ქოც“ პროპაგანდისტებს, მათ მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ - გაიხანგრძლივონ ხალხის ძარცვის უფლება, - ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნები არის იმის შესახებ, თუ როგორ ქვეყანაში სურთ მოქალაქეებს ცხოვრება.

„ნუ უსმენთ „ქოც“ პროპაგანდისტებს, მათ მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, გაიხანგრძლივონ ხალხის ძარცვის უფლება. სინამდვილეში ეს არჩევნები იმაზეა, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, იზოლირებულსა და გაღატაკებულში, რასაც „ქოცები“ გვთავაზობენ, თუ ევროპულსა და განვითარებულში, რომელიც ერთიანობით შეგვიძლია ავაშენოთ?! გვინდა, რომ ეს ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაცარიელდეს, თუ გვინდა, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ და გავაერთიანოთ საქართველო?! არჩევანი მარტივია, ერთიანობა, ევროპა, ინვესტიცია და დასაქმება” - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ განცხადებით, არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე მათ მიერ დაინიცირდება სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“. გარდა ამისა, როგორც მმართველი პარტია აღნიშნავს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მოახდენს ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხზეც. „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება კონსტიტუციის ცვლილება, რათა მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს