დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 105 წლისაა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 აგვისტოს თავდაცვის ძალები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაარსების დღეს აღნიშნავს.

მათივე ცნობით, 105 წლის იუბილე ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირად შემადგენლობასა და იუნკერებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მიულოცეს.

სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და გაძლიერების საქმეში თავდაცვის აკადემიის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის განათლების მიმართულება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მინისტრმა აკადემიის ხელმძღვანელობას სასწავლო დაწესებულების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, აკადემიის სასწავლო ბატალიონის, ბაკალავრიატისა და საკანდიდატო კურსის გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი ჩატარდა. გაიმართა დიპლომებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიაც. იუნკერებს, ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სპეციალობებში. ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმატებულ პერსონალს გადაეცა უწყებრივი მედლები - „გენერალი კვინიტაძე“, „გიორგი ანწუხელიძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსთვის თავდადებული“.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადების საკითხი. საქართველოს ეროვნული საბჭოსა და რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, დაარსდა იუნკერთა მოსამზადებელი სამხედრო სკოლა. სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო 1919 წლის 20 აგვისტოს. ეს თარიღი განისაზღვრა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღედ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა