პიტერ სტანო - უკრაინას თავის დაცვის აბსოლუტური უფლება აქვს და ამას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს

უკრაინას საკუთარი თავის დაცვის აბსოლუტური უფლება აქვს და ამას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე პიტერ სტანომ კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტსა და 92 დასახლებას აკონტროლებენ.

„უკრაინა სასტიკი აგრესორის წინააღმდეგ თავდაცვით ომს აწარმოებს, რომელიც მესამე წელია გრძელდება. რასაც ჩვენ ბრძოლის ველზე ვხედავთ, უკრაინასა თუ რუსეთის ტერიტორიაზე, მხოლოდ პუტინის უკანონო ქმედებების შედეგია. უკრაინას საკუთარი თავის დაცვის აბსოლუტური უფლება აქვს და ამას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ეს უკრაინასა და ევროკავშირს შორის პარალელურ გზას წარმოადგენს“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს