გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გორის მერიის ცნობით, პროექტი მიხედვით მოედანზე მოეწყობა ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები, ღობე, ლითონის კარი, ხელოვნური საფარი.

პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში ხორციელდება.

„პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტი შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულად დაიყო.

2024 წელს ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად 12 ინფრასტრუქტურული პროექტი დაიგეგმა.

ეს პროექტებია:

  • ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია კომბინატის დასახლებაში
  • დასასვენებელი სივრცე მოწყობა სკრაში
  • კლუბის რეაბილიტაცია ხიდისთავში
  • სკვერის მოწყობა ფხვენისში
  • ფეხბურთის მოედნის მოწყობა ზემო ნიქოზში
  • სკვერი ქიწნისის მეურნეობაში
  • სპორტული მოედანი ტყვიავში
  • სკვერი კარალეთში
  • სკვერი გარეჯვარში
  • სპორტული მოედნისა და ტრენაჟორების მოწყობა სვენეთში
  • საჭიდაო მოედნის მოწყობა ზეღდულეთში
  • სკვერისა და ტრენაჟორების მოწყობა მეჯვრისხევში

პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს