ლაშა ფარულავა - „რუსული კანონის“ აღმასრულებლებად ივანიშვილის მიერ დანიშნული ადამიანების ამოცანაა ქვეყანაში კრიმინალური რეჟიმის შენარჩუნება და ამისთვის მზად არიან, განადგურონ ნებისმიერი დემოკრატიული წარმონაქმნი

„რუსული კანონის” აღმასრულებლებად ივანიშვილის მიერ დანიშნული ადამიანების ამოცანაა ქვეყანაში კრიმინალური რეჟიმის შენარჩუნება და ამისთვის მზად არიან, განადგურონ ნებისმიერი დემოკრატიული წარმონაქმნი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ საჯარო რეესტრში ახალი, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო წინსვლას გააგრძელებს და ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა, რუსთაველის გამზირზე პირდაპირ განაცხადა, რომ "რუსული კანონის" რეინიცირებას მოახდენდა, რომელიც შეაფერხებდა ევროინტეგრაციას, ევროკავშირთან მოლაპარაკებებს. ცხადია, კანდიდატები, რომლებიც მან შემოგვთავაზა ამ კანონის აღმასრულებლებად, არაფერს გვეუბნება, რადგან ლეგიონია მათი სახელი და ამ ადამიანების ამოცანაა ქვეყანაში კრიმინალური რეჟიმის შენარჩუნება და ამისთვის მზად არიან, განადგურონ ნებისმიერი დემოკრატიული წარმონაქმნი, არასამთავრობო ორგანიზაცია, NGO სექტორი. მაგრამ ჩვენ ერთიანობით დავამარცხებთ ამ კრიმინალურ ბანდას და ცხადია, საქართველო წინსვლას გააგრძელებს, ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის