არჩილ გორდულაძე - ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი პატრონებისგან მიიღეს დავალება, საზოგადოების მოტყუება სცადონ, თითქოს „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირებულები არიან - სინამდვილეში არაფერი განასხვავებთ, არც იდეოლოგია, არც მიზნები

ასეთი კვაზი გაერთიანებები, შერწყმები და გადარწყმები, რომელსაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ვხედავთ, მხოლოდ და მხოლოდ თვალთმაქცობას ნიშნავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებაზე საუბრისას განაცხადა.

გორდულაძის თქმით, არაერთი განცხადება გვახსოვს, სადაც ერთმანეთს აგინებდნენ და ხელითაც ეხებოდნენ, მაგრამ ახლა მიიღეს თავიანთი პატრონებისგან დავალება და ამ ყველაფერს ვუყურებთ პირდაპირ ეთერში.

„ეს ადამიანები, პირდაპირი მნიშვნელობით, არც პოლიტიკური სინდისით და ნამუსით გამოირჩევიან. არაერთი განცხადება გვახსოვს, სადაც ერთმანეთს აგინებდნენ და ხელითაც კი ეხებოდნენ ხოლმე. მაგრამ ახლა მიიღეს თავიანთი პატრონებისგან დავალება, საზოგადოების მოტყუება სცადონ, თითქოს „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირებულები არიან. სინამდვილეში, მათ არაფერი განასხვავებთ, არც იდეოლოგია, არც მიზნები. ვხედავთ, როგორ ართმევს ერთმანეთს ხელს ხაზარაძე და ელისაშვილი. ვხედავთ, როგორ ერთიანდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფორმალურად, მაგრამ სულიერად და გონებრივად არასდროს წასული გიგი წერეთელი და ყველაფერი ეს არის იმის მცდელობა, რომ როგორმე თავიანთი მხარდამჭერების რაოდენობა გაანაწილონ მცირე პარტიებზე და პარლამენტში მანდატების მოპოვება სცადონ, რაც არ გამოუვათ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში