„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ბაკურიანში ახალგაზრდებს შეხვდნენ

კოალიცია ''ძლიერი საქართველოს'' ლიდერებმა ბაკურიანში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს. საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს, პოლიტიკური ერთიანობის ლიდერებმა საარჩევნო პროგრამა გააცნეს და აუხსნეს, თუ რატომ არის საჭირო ოქტომბრის არჩევნებში მათი მონაწილეობის მიღება.

„მნიშვნელოვანი იყო მათი ხედვა და ხედვები ქვეყნის განვითარებაზე. ის კითხვები, რაც მათ აინტერესებთ. ეს არის ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა, სასამართლო სისტემა, სამართლიანობის თემა. ეს ყველაფერი გვიჩენს იმედს, რომ საქართველოს მომავალი საიმედო ხელშია“, - განაცხადა „ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ.

„ძალიან კმაყოფილი ვარ მათი აზროვნებით, მათი კითხვებით და იმ საუბრით, რაც ჩვენ შორის შედგა. მთავარი გზავნილი არის ის, რომ თუ რაღაც არ მოგწონს ამ ქვეყანაში ჩვენ თვითონ, უნდა შევცვალოთ და პოლიტიკა არის კეთილშობილური სფერო და არა ბინძური“, - აღნიშნა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ კოალიციის ლიდერები: ალეკო ელისაშვილი, ლევან სამუშია, ვატო სურგულაძე და ოთო ფარულავა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს