ლევან ხაბეიშვილი - რუსული კანონის გამპროტესტებელი ადამიანები სცემეს საკუთარ სახლებში, სადარბაზოებში, არსებობს კამერის ჩანაწერები, მაგრამ რეაგირება ნულია და ეს იქნება მანამ, ვიდრე არ შევცვლით ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს

რუსული კანონის გამპროტესტებელი ადამიანები სცემეს საკუთარ სახლებში, სადარბაზოებში, არსებობს კამერის ჩანაწერები, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არის ნული და ეს იქნება მანამ, სანამ არ შევცვლით ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა Human Rights Watch-ის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი ერთ დიდ სურათში დიქტატურულ მმართველობას იძლევა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა.

„ხელისუფლებას როდესაც არ შეუძლია მოქალაქეზე ზრუნვა, არ შეუძლია იმ პრობლემების მოგვარება რომლებიც აქვს ხალხს ყოველდღიურ რეჟიმში - გაძვირებული ფასები, უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, ცხადია ის გადადის ძალადობაზე, მათ შორის ე.წ. სამართალდამცავების ხელით და ჩვენ ვნახეთ რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსული ახალგაზრდები და, მათ შორის, დაშავებული ადამიანები, რომლებსაც პირდაპირ ეთერში უსწორდებოდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, რადგან ეს ადამიანები არ იყვნენ სპეცრაზმელები, ესენი იყვნენ ხარებას ბანდფორმირება, რომელიც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იღებს დავალებებს და ყველა ადამიანი, ვინც წინააღმდეგია ხელისუფლების, ვისაც სურს ევროპული ცხოვრება, ვისაც უნდა მშვიდი ცხოვრება, ვისაც უნდა უსაფრთხო გარემო და აპროტესტებს ჭაობში ყოფნას, გაჭირვებას, რუსულ კანონს, შესაბამისად ამ ადამიანებს უსწორდებიან ფიზიკურად და თქვენ ნახეთ ათეულობით დაზარალებული ადამიანი, რომლებიც სცემეს ტელეკამერების, ოჯახის წევრების თანდასწრებით. სცემეს სახლებში, სადარბაზოებში, თუმცა, ვხედავთ, რომ რეაგირება არის ნული და უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეაგირება არ იქნება მანამ, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება. არ იქნება არც გაჭირვებაზე რეაგირება და არც ასეთი საქმეების გამოძიება მოხდება. ეს ყველაფერი ერთ დიდ სურათში გვაძლევს დიქტატურულ მმართველობას, რომელიც ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს