აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი - რუსეთს კურსკის ოლქში მცირე ძალები გადაჰყავს - ვხედავთ უკრაინული ძალების წინსვლას

რუსეთს კურსკის ოლქში მცირე ძალები გადაჰყავს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ “ნამდვილად ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსებს მცირე ძალები გადაჰყავთ კურსკის ოლქში [უკრაინის შეტევაზე] რეაგირებისთვის”.

რაიდერმა აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან მოსკოვი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა.

“მთლიანობაში რომ ვთქვათ, რუსეთი ჯერ კიდევ ძალისხმევას დებს [შეტევაზე] რეაგირებისთვის, და ვხედავთ უკრაინული ძალების წინსვლას”, - განაცხადა რაიდერმა.

რაიდერმა არ დააკონკრეტა მოსკოვს კურსკის ოლქში ძალები უკრაინიდან თუ რუსეთის სხვა რეგიონებიდან გადაჰყავს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა