უკრაინის შს მინისტრი - უკრაინის ხელისუფლების ქმედებები კურსკის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც ვაკონტროლებთ, მეტყველებს, რომ უკრაინა პასუხისმგებლობიანი ქვეყანაა

უკრაინის ხელისუფლების ქმედებები კურსკის ოლქში მეტყველებს, რომ უკრაინა პასუხისმგებლობიანი ქვეყანაა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.

„ჩვენ არ მოგვიხდენია ამ ტერიტორიების ოკუპაცია. არ დაგვიმყარებია არანაირი ძალაუფლება, იქ მოქმედებს სამხედრო კომენდატურა და ის ხალხი, ვინც იქ დარჩა, ჰუმანიტარულ დახმარებას და მედიკამენტებს იღებს, რაც ჟენევის კონვენციებით არის გათვალისწინებული. ეს არ არის კეთილად წარმოჩენის სურვილი, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი და ჩვენ ვაჩვენებთ, რომ უკრაინა არის პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო, რომელიც იცავს მის მიერ ხელმოწერილ კონვენციებს“, - განმარტა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, სამხედრო კომენდატურა უზრუნველყოფს იმ რეგიონების სრულყოფილ ფუნქციონირებას, სადაც უკრაინის ჯარები თავდაცვით ოპერაციას ატარებენ. „იქ მყოფი ადამიანების 90%-ი 60 წელს გადაცილებულები არიან, არიან ონკოპაციენტები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები, რომლებიც ვერ იღებენ მედიკამენტებს და ჩვენ არ გვაქვს უფლება, სიკვდილისთვის გავწიროთ ისინი“, - აღნიშნა იგორ კლიმენკომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს