მარია ზახაროვა - ლატვიის მიერ უკრაინისთვის დრონების გაგზავნა უკრაინის კონფლიქტში რიგის ჩართულობას ადასტურებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას შეფასებით, ლატვიის თავდაცვის მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ლატვია უკრაინას კიდევ 500 დრონს გადასცემს, უკრაინის კონფლიქტში რიგის მზარდი ჩართულობის დადასტურებაა.

„ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის სიტყვებს განვიხილავთ, როგორც დადასტურებას უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში ამ ქვეყნის მზარდი ჩართულობის შესახებ. ოფიციალური რიგა განზრახ ასხამს ცეცხლზე ნავთს და პროვოცირებს სამხედრო ოპერაციების გეოგრაფიის გაფართოებას, ისე რომ არ მალავს თავის ღვარძლიანობას, რომ ლატვიურ იარაღს ვლადიმერ ზელენსკის რეჟიმი იყენებს მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად და რუსული ქალაქების დასაბომბად“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსული მხარის პასუხი კიევის მიმართ რიგის ქმედებებთან დაკავშირებით უკვე უკიდურესად მტკივნეულ გავლენას ახდენს ლატვიის ეკონომიკაზე.

„რაც შეეხება ჩვენს საპასუხო ნაბიჯებს, ის უკვე უკიდურესად მტკივნეულ გავლენას ახდენს ლატვიის ეკონომიკაზე. გარდა ამისა, რუსეთის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ჩართული კონკრეტული პირები აუცილებლად დაისჯებიან დამსახურებული სასჯელით - ვატარებთ შესაბამის საგამოძიებო ზომებს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ ლატვია უკრაინას კიდევ 500 ლატვიური წარმოების საბრძოლო დრონს გადასცემს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს