სერგო ჩიხლაძე - ხატია დეკანოიძე საკუთარი გამოცდილებით, პოლიტიკური წარსულით და კავშირებით მნიშვნელოვანი შემომატებაა - უახლოეს კვირებში კიდევ ბევრ ადამიანს იხილავთ, ვინც შემოუერთდება „ერთიანობას“

ვფიქრობ, ხატია დეკანოიძე საკუთარი გამოცდილებით, საკუთარი პოლიტიკური წარსულით, საკუთარი კავშირებით მნიშვნელოვანი შემომატებაა „ერთიანობისთვის“ - უახლოეს კვირებში კიდევ ბევრ ადამიანს იხილავთ, ვინც შემოუერთდება „ერთიანობას“, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხატია დეკანოიძის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნება „ერთიანობის“ ლიდერებმა კონსენსუსის გზით მიიღეს.

„ერთიანობა“ იმიტომ ვართ „ერთიანობა“, რომ „ერთიანობის“ კარი ღიაა ყველა პლატფორმაზე მყოფი პოლიტიკოსისთვის, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, ვისაც უნდა რეფორმები, ვისაც სურს იხილოს საქართველო ევროპის კავშირში. ვფიქრობ, ხატია დეკანოიძე საკუთარი გამოცდილებით, საკუთარი პოლიტიკური წარსულით, საკუთარი კავშირებით მნიშვნელოვანი შემომატებაა „ერთიანობისთვის“. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად მივესალმებით ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებას და მთლიანად „ერთიანობის“ ლიდერების გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ფაქტობრივად, კონსენსუსის გზით და უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ და თქვენ იხილავთ უახლოეს კვირებში კიდევ ბევრ ადამიანს, ვინც შემოუერთდება „ერთიანობას“. შეიძლება იყოს განსხვავებული აზრები, მაგრამ მთლიანობაში ეს არის გაერთიანების, „ერთიანობის“, 5 ნომრის გადაწყვეტილება. ნახეთ, რომ ყველა ლიდერი ამას მიესალმება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროოპტიმისტების" დეპუტატი, ხატია დეკანოიძე შეუერთდა. ხატია დეკანოიძე პარტიაში ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს