რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ოლქებში 45 დრონი ჩამოაგდეს

საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ოლქებში 45 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„გასული ღამის განმავლობაში, კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა სცადა. მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 45 დრონი გაანადგურა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 11 დრონი მოსკოვის თავზე ჩამოაგდეს, 23 დრონი ბრიანსკის ოლქში, 6 ბელგოროდის ოლქის თავზე, 3 კალუგის ოლქისა და 2 დრონი კურსკის ოლქის თავზე გაანადგურეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში