გია ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ საბანკო მონოპოლია ატყავებს და აღარიბებს მოქალაქეებს, განსაკუთრებით პენსიონერებს - ვმუშაობთ ამერიკელ პარტნიორებთან, რომ საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა დაიწიოს

„ქართული ოცნების“ საბანკო მონოპოლია პირდაპირ ატყავებს და აღარიბებს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით პენსიონერებს - „ერთიანობა“ მუშაობს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ საქართველოში დაიწიოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა, როგორც ეს არის ამერიკასა და ევროპაში, იმისთვის, რომ მოქალაქეები „ქართული ოცნების“ საბანკო მონოპოლიისგან გათავისუფლდნენ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ კოალიციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, კოალიციის ლიდერები, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აგრძელებენ ვიზიტს ჩიკაგოში, სადაც მიწვეული არიან ამერიკის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე. მისივე თქმით, გუშინ ისინი დაესწრნენ პრეზიდენტ ბაიდენის გამოსვლას, ასევე შეხვდნენ ამერიკელ სენატორებს.

„მაშინ როცა „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს და ანგრევს აშშ-თან მეგობრულ ურთიერთობებს, „ერთიანობის“ მიზანია, ახალი სიცოცხლე მისცეს ქართულ-ამერიკულ პარტნიორობას, მოიზიდოს ამერიკული ინვესტიციები, რაც შეიძლება მეტი ამერიკული ფინანსები ჩადოს ქართულ ეკონომიკაში.

ინვესტიციები დაეხმარება საქართველოს უმუშევრობის დაძლევაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში და ასევე საბანკო სესხზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაში, თუ არა განახევრებაში.

საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საქართველოში არის ძალიან მაღალი, რაც გამოწვეულია „ქართული ოცნების’’ პოლიტიკით და იმ საბანკო მონოპოლიით, რაც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“. „ქართული ოცნების“ საბანკო მონოპოლია პირდაპირ ატყავებს და აღარიბებს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით პენსიონერებს.

როცა ადამიანებს არ აქვთ სხვა არჩევანი, მათ უწევთ აიღონ ძვირი საბანკო სესხი. საქართველოს მოქალაქეებს არ შეუძლიათ საკვებისა და წამლების ყიდვა, სიღარიბის გამო ქვეყანა ცარიელდება. საქართველოში არ ფუნქციონირებს არცერთი უცხოური ბანკი. „ქართულმა ოცნებამ“ დაამყარა საბანკო მონოპოლია. თუ ჩვენ შემოვიყვანთ უცხოურ ბანკებს, ბაზარზე გაჩნდება კონკურენცია და მოქალაქეებისთვის დაიკლებს სესხზე საპროცენტო განაკვეთი.

ამის გამო არიან „ერთიანობის“ ლიდერები ამერიკაში - პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენით და გაძლიერებით, ჩვენ შეგვიძლია დასავლური ინვესტიციების შემოტანა საქართველოში, რაც დაშლის „ქართული ოცნების“ შექმნილ საბანკო მონოპოლიას, რომელიც სიღარიბეში აცხოვრებს ჩვენს ხალხს.

„ერთიანობა“ მუშაობს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ საქართველოში დაიწიოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა, როგორც ეს არის ამერიკასა და ევროპაში, იმისთვის რომ მოქალაქეები „ქართული ოცნების“ საბანკო მონოპოლიისგან გათავისუფლდნენ და შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები.

დასავლური ინვესტიციებისთვის, მაღალი ხელფასებისთვის, ღირსეული პენსიისთვის და სესხებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთებისთვის „ერთიანობის“ გამარჯვება არის ერთადერთი გამოსავალი”, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში