ირაკლი ნადირაძე კახა კალაძეს - როცა იმ ქალაქის მერი ხარ, სადაც უამრავი ადამიანი, მათ შორის, ბავშვი შიმშილობს და უფასო სასადილოს რიგშია, ახალ-ახალი მილიონიანი მანქანებით და საათებით „მარიაჟობა“ უხერხულობას უნდა გიქმნიდეს

როცა იმ ქალაქის მერი ხარ, სადაც უამრავი ადამიანი, მათ შორის, ბავშვი შიმშილობს და უფასო სასადილოს რიგში დგას, ახალ-ახალი მილიონიანი მანქანებით და ძვირადღირებული საათებით „მარიაჟობა“, მინიმუმ, უხერხულობას უნდა გიქმნიდეს, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ, თბილისის მერს კახა კალაძეს.

მისი თქმით, მმართველი პარტიისა და დედაქალაქის მერის მთავარი მიზანი არა საზოგადოების პრობლემების მოგვარება, არამედ ხალხის ხარჯზე გამდიდრებაა.

კახა კალაძეს ავიწყდება, რომ ის წარმოადგენს იმ ქალაქის მერს, სადაც უამრავი გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანია, სადაც ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე ყოველდღიურად უფასო სასადილოების რიგში დგას, რადგან ადამიანები, მათ შორის ბავშვები, უბრალოდ, შიმშილობენ; სადაც პენსიონერებს გაძვირებული ცხოვრების გამო, ელემენტარული, წნევის წამალი ვერ უყიდიათ და იხრჩობიან საპენსიო სესხებში. ის წარმოადგენს იმ ქალაქის მერს, სადაც უამრავი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემაა და ამ დროს, „იმარიაჟო“ ახალ-ახალი მილიონიანი მანქანებით და ძვირადღირებული საათებით, მითუმეტეს, როდესაც არაერთ კორუფციულ სკანდალში ხარ მხილებული, ეს, მინიმუმ, უხერხულობას უნდა გიქმნიდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ არც კალაძეს და არც „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნებს არ ადარდებთ ჩვენი მოსახლეობის გაჭირვება, გაძვირებული ცხოვრება და ის უამრავი პრობლემა, რის გამო ადამიანები გარბიან საზღვარგარეთ და საკუთარი ოჯახების დატოვება უწევთ. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს, ყველამ ერთად, ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ეს კორუმპირებული ხელისუფლება, რომლის ერთადერთი საზრუნავი არა ხალხის კეთილდღეობა და მათი პრობლემების მოგვარება, არამედ საკუთარ მილიონებზე, მილიონების დამატება და ხალხის ხარჯზე გამდიდრებაა", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში