ლაშა კომახიძე - აუდიტის 2023 წლის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ქობულეთის მერია ვერ უზრუნველყოფს უკანონო მშენებლობების აღკვეთას

აუდიტის 2023 წლის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ქობულეთის მერია ვერ უზრუნველყოფს უკანონო მშენებლობების აღკვეთას, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მერია სრულიად ქმედუუნაროა, მაგრამ ამის მიუხედავად, მერის ხელფასი კიდევ უფრო გაიზარდა და დღეს ის 6 000 ლარზე მეტს შეადგენს, - ამის შესახებ ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლაშა კომახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები, ხელისუფლებისგან ბენეფიტებით სარგებლობენ.

„ივანიშვილის პარტია ის პარტიაა, რომელიც აკანონებს ყოველგვარ უმსგავსობასა და უკანონობას და გამონაკლისი არც ჩვენი, ქობულეთის მუნიციპალიტეტია, სადაც ყველა მიმართულებით შეხვდებით უკანონო მშენებლობებს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით რესტორან „კარაღანასთან", რომლის მფლობელი გახლავთ "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველი. სწორედ, ამიტომ მისცეს მას უკანონო მშენებლობის ნებართვა. კერძოდ, ჩემს უკან არსებული რკინა-ბეტონის ნაგებობის ნაცვლად, აქ უნდა ყოფილიყო რკინის დროებითი კონსტრუქცია, რომელიც იქნებოდა მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში. ამის ნაცვლად, თქვენ ხედავთ, რომ რკინა-ბეტონის ნაგებობაა, რაც იმას ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები შეკრული არიან "ქართულ ოცნებასთან", პირადად ლევან ზოიძესთან და ე.წ. „ატკატების“ მეშვეობით იღებენ ბენეფიტებს. ზოგადად, ქობულეთში უკანონო მშენებლობების საკითხი ახალი არ არის, მათ ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ლაშა კომახიძე ასევე გამოეხმაურა ქობულეთის მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს და განაცხადა, რომ ქობულეთის მერია ვერ უზრუნველყოფს უკანონო მშენებლობების აღკვეთას, რაც მისივე შეფასებით, 2023 წლის აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა.

„ამავდროულად, მინდა გამოვეხმაურო ქობულეთის მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს. საუბარია მერის პირველი მოადგილის გათავისუფლებაზე და მის ნაცვლად ახალი კადრის მოყვანაზე. მე სწორედ ბატონ ირაკლის მინდა მივმართო, რომელიც თორნიკე რიჟვაძის მიერ თანამდებობაზე სწორედ იმ დაპირებით დაინიშნა, რომ უკანონობას მიხედავდა - მაინტერესებს, რა შეიცვალა მისი მოსვლიდან ამ დრომდე? ამავე დროს, ჩემს მიერ ზემოთ ნათქვამს ადასტურებს აუდიტის 2023 წლის დასკვნიდან ამონაწერი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მერია ვერ უზრუნველყოფს უკანონო მშენებლობების აღკვეთის ღონისძიებების ჩატარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მერია სრულიად ქმედუუნაროა, მაგრამ ამის მიუხედავად, მერის ხელფასი კიდევ უფრო გაიზარდა და დღეს ის 6.000 ლარზე მეტს შეადგენს, მაშინ როცა მერს არ გააჩნია იმის ელემენტარული შნო, რომ აღკვეთოს უკანონობა, მისსავე ქალაქში", - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები