ირაკლი ფავლენიშვილი - რა თქმა უნდა, „ოცნება“ თავის დანაშაულებს არ გამოიძიებს და თავის თავს არ დასჯის, ეს რეჟიმი ძალადობაზე, სიძულვილზე და პაპუაშვილის მსგავს ადამიანებზე დგას

რა თქმა უნდა, „ოცნება“ თავის დანაშაულებს არ გამოიძიებს და თავის თავს არ დასჯის, ეს რეჟიმი ძალადობაზე, სიძულვილზე და პაპუაშვილის მსგავს ადამიანებზე დგას. ამიტომაც ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ეს ძალადობრივი, სიძულვილით აღსავსე რეჟიმი, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი, „გახარია - საქართველოსთვის“ წევრის ნათია მეზვრიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მმართველი პარტია საზოგადოებაში ზიზღის, სიძულვილისა და ძალადობის გაღვივებას ცდილობს.

„რა თქმა უნდა, „ოცნება“ თავის დანაშაულებს არ გამოიძიებს და თავის თავს არ დასჯის, ეს რეჟიმი ძალადობაზე, სიძულვილსა და პაპუაშვილის მსგავს ადამიანებზე დგას, რომლებიც ძალადობის წამახალისებლები არიან, მათ შორის არიან სიძულვილის წამახალისებლები და მათი დასჯა ამ რეჟიმის პირობებში არის სრულიად წარმოუდგენელი, თუმცა მთავარია, რომ 26 ოქტომბერს შევცვალოთ ეს რეჟიმი, რომლის თითოეული წარმომადგენელი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებაში ერთ მიზანს - ზიზღის, სიძულვილისა და ძალადობის გაღვივებას ემსახურება, ამიტომაც ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ეს ძალადობრივი, სიძულვილით აღსავსე რეჟიმი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი პროკურატურაში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაიბარეს.

„პროკურატურიდან დამირეკეს და დღეს მივდივარ პარლამენტის თავმჯდომარის - შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით ჩემს მიერ შეტანილ განცხადებებზე. როგორც ხედავთ, თითოეული განცხადება ეფუძნება ფაქტებს და მტკიცებულებებს. პროკურატურის როლი მნიშვნელოვანია ძალადობის აღკვეთაში და ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში. ვიმედოვნებ, გამოძიება დაწყებული დამხვდება და სათანადო რეაგირება ერთი თვის დაგვიანებით მაინც განხორციელდება, რომ შემდგომი ძალადობის პრევენცია მოხდეს“, - წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს