ნათია მეზვრიშვილი - მე დღეს პროკურატურაში დამიბარეს არა იმისთვის, რომ გამოძიება დაეწყოთ, არამედ იმისთვის, რომ შალვა პაპუაშვილისთვის ხელი დაეფარებინათ, სულელი არ ვარ, მისამართი შეეშალათ!

მე დღეს პროკურატურაში დამიბარეს არა იმისთვის, რომ გამოძიება დაეწყოთ, არამედ იმისთვის, რომ შალვა პაპუაშვილისთვის ხელი დაეფარებინათ, სულელი არ ვარ, მისამართი შეეშალათ! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახალმა გენერალურმა პროკურორმა კარიერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წახალისებული ძალადობის მფარველობით დაიწყო.

„დღეს, პრაქტიკულად, პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გენერალური პროკურორების ცვლილების მიუხედავად, პროკურატურა არის პარტიის სამსახურში. ის არის ერთგვარი თანამონაწილე იმ ძალადობის, რომლებიც განსხვავებული აზრის გამო ადამიანებზე ხორციელდება, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებზე ხორციელდება. პროკურატურა შალვა პაპუაშვილთან ერთად იქნება, იმ ძალადობებზე პასუხისმგებელი, რომელსაც დღეიდან ექნება ადგილი. მათ ჰქონდათ შანსი, რომ გამოძიება დაეწყოთ. საუბარია, 26 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაჟღერებულ მუქარაზე და ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს დაანონსებაზე. ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც 11 ივნისს „ფეისბუკზე“ განახორციელა მუქარა და აქედან დაახლოებით 1 საათზე ნაკლებ დროში აქტივისტი ფიზიკურად სასტიკად სცემეს, რომელზე მოძალადეებიც დღემდე არ არიან დაკავებულები; ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ ეს მუქარა დაეგმო, კიდევ უფრო მეტი მუქარა დააანონსა, როცა მას ძალადობაზე აზრი კითხეს; ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის მიერ განხორციელებულ მუქარასაც ბათუმში ჩვენი გუნდის წევრების მიმართ ორგანიზებულად მოყვა „ზონდერების“ მხრიდან საარჩევნო კამპანიის ჩაშლის მცდელობა. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე განხორციელებული ძალადობაც ამ მუქარის წახალისების შედეგია. მე გამოძიების დაწყებას 239-ე პრიმა მუხლით ვითხოვდი, ეს გახლავთ ძალადობისკენ მოწოდება. სამწუხაროდ, პროკურატურას გამოძიება დაწყებული არ აქვს. უნდოდათ, რომ პაპუაშვილის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის დაფარვის პროცესში ნათია მეზვრიშვილს მონაწილეობა უკანონო პროცედურაში მონაწილეობის გზით მიეღო, თუმცა მისამართი შეეშალათ. 14 წელია ამ უწყებაში ნამუშევარი მაქვს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ნათია მეზვრიშვილს მოსთხოვეს, რომ მონაწილეობა მიეღო გასაუბრებაში გამოძიების დაწყებამდე, რასაც კანონი არ ითვალისწინებს. პრაქტიკულად ეს გადაწყვეტილება გააჟღერეს, რომ გამოძიების დაწყებას არ აპირებენ. მინდა ვნახო რაზე იქნება უარი დაფუძნებული. მინდა ვნახო რაზე დაყრდნობით მფარველობენ პარლამენტის თავმჯდომარეს. პროკურატურას უნდოდა, რომ მე მონაწილეობა მიმეღო გასაუბრებაში, ისე რომ მას გამოძიება არ დაუწყია. მათ ეს უნდოდათ იმიტომ, რომ შალვა პაპუაშვილის მფარველობა გაადვილებოდათ. მე უნდა მივხმარებოდი მათ შალვა პაპუაშვილის მფარველობაში და მის მიერ ძალადობაზე გამოძიების არ დაწყებაში. სულელი არ ვარ! მე ვაცხადებ მზადყოფნას და დავაფიქსირე ეს პოზიცია, როგორც კი დაიწყებენ ოფიციალურ გამოძიებას, გასაუბრებასა და გამოკითხვის ფარგლებში მივცემ ჩვენებას, როგორც მოწმე.

რამდენიმე თვეა „ზონდერების“ გამოყენებით ხელისუფლება ზუსტად ისე როგორც „ნაცმოძრაობა“ ძალადობდა ოპონენტებზე, ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე. ამის შემდგომ გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე, ოპოზიციას უანონსებს ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოს, საიდანაც ერთ კვირაში პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს უქსევს ძალადობრივ ზონდერ პარტაქტივს. განცხადებაში, რომელიც შეიცავს პარლამენტის თავმჯდომარის მუქარას, რომელიც შეიცავს რეალიზებულ ძალადობას, ადამიანებს, დასისხლიანებულ კადრებს, რომელიც შეიცავს „ოცნების“ „ზონდერ“ აქტივისტების მიერ საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლას თავისი ფოტოებით, რომლებიც შეიცავს პარლამენტის წევრების აღიარებებს, ამაში პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. ყოველი შემდგომი ძალადობა იქნება პასუხისმგებლობა არამხოლოდ შალვა პაპუაშვილის, არამედ პროკურატურის“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი