თამარ კორძაია - „რუსული კანონის” შეჩერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ პროცესით გადაწყდება საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი თუ დარჩება რუსეთის ორბიტაზე - საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა

„რუსული კანონის” შეჩერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს უახლეს ისტორიაში, რადგან ამ პროცესით გადაწყდება საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი თუ დარჩება რუსეთის ორბიტაზე. საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია დაიცვას 78-ე მუხლი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, 29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩაინიშნა საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატები დაესწრებიან, რადგან სასამართლო ამ კანონის შეჩერების აუცილებლობაში დავარწმუნოთ.

„29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩაინიშნა საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომელიც ეხება ე.წ. „რუსულ კანონს“. ჩვენ აუცილებლად დავესწრებით პროცესს და ვეცდებით საკონსტიტუციო სასამართლო დავარწმუნოთ იმაში, რომ ამ კანონის შეჩერება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რადგან ამ პროცესზე გადაწყდება საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი თუ დარჩება რუსეთის ორბიტაზე. ერთი რამ არის ცალსახა, რომ ევროპელები გვეუბნებიან ევროკავშირში ამ კანონით ვერ შევალთ, ვერავითარ შემთხვევაში, შესაბამისად, თუ ეს კანონი დარჩება ძალაში, დაირღვევა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, გაითელება ადამიანის უფლებები და საკონსტიტუციო სასამართლო ისევეა ვალდებული დაიცვას 78-ე მუხლი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა, როგორც ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო ამ ქვეყანაში. ველოდებით განხილვას და ველოდებით ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ წარმართვას“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციოში სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, რომლის განხილვაც 29 აგვისტოს ჩაინიშნა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში