პარტია „მოქალაქეები“ - ალეკო ელისაშვილის საგანგებო ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში, საჯარო რეესტრმა პარტია ,,მოქალაქეების“ რეგისტრაცია დაასრულა

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის საგანგებო ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში, საჯარო რეესტრმა პარტია ,,მოქალაქეების“ რეგისტრაცია დაასრულა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც პარტიაში განმარტავენ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე პროცესის დაუსაბუთებლად და უარგუმენტოდ გაჭიანურებაზე საუბრობდა.

„საგანგებო ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში, საჯარო რეესტრმა პარტია „მოქალაქეების“ რეგისტრაცია დაასრულა. ბრიფინგი იუსტიციის სახლთან, ,,მოქალაქეების“ თავმჯდომარედ ალეკო ელისაშვილის დარეგისტრირების მოთხოვნის, დაუსაბუთებლად და უარგუმენტოდ გაჭიანურებას ეხებოდა, რაც პარტიის ლიდერებს ეჭვის საფუძველს აძლევდა, რომ პროცესი პოლიტიზებულია და წინასაარჩევნოდ პარტიის დასუსტებას ისახავს მიზნად, რადგან პარტია თავმჯდომარის გარეშე დისფუნქციურად რჩებოდა.

დეპუტატის განცხადებით, ,,ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიაზე რეპრესიების განხორციელება მას შემდეგ დაიწყო, რაც კოალიციამ ,,ძლიერ საქართველოსთან“ გაერთიანება დააანონსა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, პარტიის გენერალური მდივანი, ივანე ნორაკიძე აცხადებს, რომ რეგისტრაციის დასრულებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და გაჭიანურებული პროცესი

„ის რაც საჯარო რეესტრმა არ გააკეთა 1 თვის განმავლობაში, გააკეთა 15 წუთში ბრიფინგის შემდეგ“, - აცხადებს ნორაკიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს