გია ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ აპირებს საქართველოში ერთპარტიული დიქტატურა დაამყაროს, პაპუაშვილმა მანამდეც დააანონსა ძალადობა და 12 წლის თავზე რასაც ივანიშვილის რეჟიმი მოსახლეობას სთავაზობს დაყოფა, ზიზღი და სიძულვილის ენაა

„ქართული ოცნება“ აპირებს საქართველოში დაამყაროს ერთპარტიული დიქტატურა, ბატონმა პაპუაშვილმა მანამდეც დააანონსა ძალადობა და 12 წლის თავზე რასაც ივანიშვილის რეჟიმი მოსახლეობას სთავაზობს არის დაყოფა, ზიზღი და სიძულვილის ენა, - ამის შესახებ განცხადება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ ნათია მეზვრიშვილის განცხადებაზე პროკურატურის რეაქციასთან დაკავშირებით გააკეთა.

გია ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს, საქართველოში დიქტატურა დაამყაროს.

„ეს პასუხი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც "ქართული ოცნების" განცხადებაში ეწერა: ისინი აპირებენ საქართველოში დაამყარონ ერთპარტიული დიქტატურა, რომ საქართველო აქციონ დაახლოებით ისეთ სახელმწიფოდ, როგორიც არის ჩრდ. კორეა და როგორიც ნაწილობრივ არის რუსეთი.

ბატონმა პაპუაშვილმა მანამდეც დააანონსა ძალადობა და მმართველობის 12 წლის თავზე „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც აწუხებს საქართველოს მოსახლეობას, არა აქვს პასუხი სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, იმაზე, რომ ქვეყანა იცლება და იცლება, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისგან. ერთადერთი, რასაც 12 წლიანი მმართველობის შემდეგ სთავაზობს ქართული ოცნება საზოგადოებას, ეს არის ძალადობა, დაპირისპირება, საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა, ზიზღი. არცერთი ის საქმე, რომელიც ადამიანებზე თავდასხმას ეხებოდა, გამოძიებული არ არის, როცა ადვოკატები მიმართავენ კითხვით, გამომძიებლები იძლევიან ცინიკურ პასუხებს, Human Rights Watch-მა, რომელიც არის ადამიანის უფლებებზე მომუშავე უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაცია, ამ საქმეებზე ანგარიშიც გამოაქვეყნა, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ამ საქმეების გამოძიებას, რადგან ყველა ეს დანაშაული, თავდასხმა, რომლებიც ხორციელდებოდა პოლიტიკოსებზე, აქტივისტებზე, მედიაზე, არის მათ მიერ ორგანიზებული, ეს ბანდიტური ჯგუფები არის მათ მიერ შექმნილი, დაფინანსებული და მათი უსაფრთხოების სამსახურის მიერ მხარდაჭერილი. ეს აქვთ დაანონსებული, ამას აპირებენ საარჩევნოდ, მაგრამ გეტყვით, რომ საქართველოში არავის ეშინია, არ ეშინიათ არც მოქალაქეებს, არც აქტივისტებს და არც პოლიტიკოსებს. ეს მუქარა, ძალადობის დაანონსება და ძალადობის ენა ამ ქვეყანაში არ გავა", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებდა და განცხადებაში, რომელიც პროკურატურაში შეიტანა კონკრეტული მტკიცებულებებიც ჰქონდა მოყვანილი, თუმცა პროკურატურამ ამ ფაქტების გამოძიება საჭიროდ არ ჩათვალა და გამოძიება არ დაიწყო.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო