ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გვერდზე გადადო ყველაფერი, გვერდზე გადადო პირადი კეთილდღეობა და სიცოცხლის რისკის ფასად გაათავისუფლა საქართველო აგენტურის დიქტატურისგან

ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს გვერდზე გადადო ყველაფერი, გვერდზე გადადო საკუთარი პირადი კეთილდღეობა და სიცოცხლის რისკის ფასად გაათავისუფლა საქართველო აგენტურის დიქტატურისგან, - ამის შესახებ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით დააღწია თავი ქვეყანამ ავტორიტარულ რეჟიმს.

„სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, 2012 წელს საქართველომ თავი დააღწია ავტორიტარულ რეჟიმს, რომელმაც საქართველოს ღირსების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ომი და ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა მოუტანა.

დღეს ჩვენთან ერთად არიან ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, რომლებიც წინა ხელისუფლების მიერ 2008 წელს ჩადენილმა დანაშაულმა საკუთარ სამშობლოში დევნილებად აქცია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანი გზით საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. მშვიდობა, ღირსება და ქვეყნის განვითარება არის ერთადერთი უალტერნატივო საშუალება, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას მოუტანს“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს