შალვა პაპუაშვილი - ქვეყნის ისტორიაში იშვიათია მომენტები, როდესაც გადამწყვეტია მთელი ერის გამოსვლა და საკუთარი სიტყვის თქმა - გვინდა მშვიდობა და აღმშენებლობა, თუ გვინდა ომი და ნგრევა?

დღეს, როცა ქართული ქრისტიანობის აკვანთან ვართ შეკრებილები, უნდა გვახსოვდეს და სხვებსაც, შინ და გარეთ, შევახსენოთ, რომ ევროპა და ევროკავშირიც ქრისტიანულ ღირებულებებზე აღმოცენდა”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სწორედ ეს ევროპული ღირებულებები არის საქართველოს, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედის, მთავარი ღერძი და ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

,,ქვეყნის ისტორიაში იშვიათია მომენტები, როდესაც გადამწყვეტია მთელი ერის და ბერის, ქალის და კაცის, ახალგაზრდის და ასაკოვანის გამოსვლა და საკუთარი სიტყვის თქმა. თანამედროვე ისტორიაში ასეთი დღე, ალბათ, მხოლოდ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი იყო. მესამედი საუკუნის თავზე, 26 ოქტომბერს, ეს მომენტი ჩვენი ერის ცხოვრებაში კიდევ ერთხელ დადგება.

და როგორც 1991 წლის 31 მარტს, ახლაც ქუდზე კაცი უნდა გავიდეთ და ვთქვათ:

გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა, რომ გვმართონ?

გვინდა, ჩვენი ინტერესებით ვიმოქმედოთ, თუ სხვების ინტერესებს მივყვეთ?

გვინდა მშვიდობა და აღმშენებლობა, თუ გვინდა ომი და ნგრევა?

გვინდა ღირსეულად გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია, თუ გვინდა ჩვენს შვილებს მხოლოდ წიგნებში ასწავლიდნენ, რომ „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“?

გვინდა მამული, ენა, სარწმუნოება, თუ გვინდა, რომ ქართველებს სხვები გვიხსნიდნენ, რას გულისხმობდა ილია?

სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერი ჩვენი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმია, სადაც ყველამ ვისაც თავზე ქუდი და მანდილი ახურავს, თავისი ღირსეული სიტყვა უნდა თქვას: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით, ევროპისკენ!” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე