შალვა პაპუაშვილი - ამ რთულ ჟამს, ჩვენი ხალხის სიბრძნით ზურგგამაგრებულები მტკიცედ დავდექით და არ დავუშვით ქვეყნის საომარ ველად გადაქცევა - ამიტომ, ამ არჩევნებზე ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლებას, არამედ მშვიდობიანი მომავლის ხედვას

ამ რთულ ჟამს, ჩვენი ხალხის სიბრძნით ზურგგამაგრებულები მტკიცედ დავდექით და არ დავუშვით ქვეყნის საომარ ველად გადაქცევა”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ,,ქართული ოცნების” მიზნებიცა და ამოცანებიც მათ საარჩევნო მოწოდებაშია გაცხადებული - მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ.

,,ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, რაც ნიშნავს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დროს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ, ნათლად და მკაფიოდ „ქართული ოცნების“ მიზნებისა და ამოცანების გაცნობას. ჩვენი მიზნებიცა და ამოცანებიც ჩვენს საარჩევნო მოწოდებაშია გაცხადებული: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ.

ნიშანდობლივია, რომ ჩვენი მსვლელობა ქართველ ხალხთან ერთად მცხეთიდან იწყება. ეს არის ადგილი, სადაც ერთიანდება ჩვენი სულიერი, ისტორიული და კულტურული თვითმყოფადობა; ადგილი, სადაც თავს იყრის საქართველოს უძველესი და ახალი ქრისტიანული ეპოქა; ყოველი ქართველისთვის საკრალური და წმინდა ადგილი; საქართველოს ერთიანობის, ძლიერებისა და მარადიულობის ნიშანსვეტი.

ეს მხარე კავკასიის კარია, საქართველოს ჩრდილოეთის კარიბჭის ღირსეული მცველი, სვეტიცხოვლის, გერგეტის სამების და ლაშარის ჯვრის მადლით განმტკიცებული. სწორედ ამიტომაც არის ბევრი ბრძოლის, ბევრი გამარჯვების მომსწრე და მონაწილე მცხეთა, ერწო-თიანეთი, ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, ხევი, გუდამაყარი, ქსნისხევი, საქართველოს ისტორიის ნამდვილი მემატიანე. ისტორიულმა ქარტეხილებმა საქართველოს ბევრი იარა დაუტოვა. დაკორტნა და დაგლიჯა ჩვენი სამშობლოს სხეული. ამიტომ არის „ქართული ოცნების“ უმთავრესი ამოცანა ჯერ კიდევ ცოცხალი იარების მოშუშება და ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად ერთიანი, ძლიერი, ტრადიციების პატივისმცემელი, ღირსეული ქვეყნის შენება. ამ სანუკვარ მიზანს განუხრელად სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება, ვინაიდან ამ ომს მხოლოდ მშვიდობით მოვიგებთ. ამ ადგილმა ყველაზე კარგად იცის, თუ რამდენად რთულ და საფრთხეებით სავსე რეგიონში ვცხოვრობთ. თუმცა, ზუსტად ამ მდებარეობამ გამობრძმედა და ჩვენი ხალხის გენეტიკურ მეხსიერებაში ჩაბეჭდა ქარტეხილებთან ბრძნულად გამკლავების უნარი. დღესაც, ისტორია მეორდება. დღესაც გვიწევს, რომ მტკიცედ, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიცვათ საქართველოს, ჩვენი ხალხის ინტერესები. და ეს მაშინ, როდესაც ცეცხლის ალში გაეხვია ლამის ნახევარი სამყარო. ეს მაშინ, როდესაც უსამშობლო ძალები ცეცხლზე ნავთს ასხამენ, და სარგებლის მიღების მიზნით საკუთარი ხელით არყევენ საკუთარ ქვეყანას.

ამ რთულ ჟამს, ჩვენი ხალხის სიბრძნით ზურგგამაგრებულები მტკიცედ დავდექით, ერთგული დავრჩით ჩვენი ქვეყნის ინტერესების და არ დავუშვით ქვეყნის საომარ ველად გადაქცევა. თუმცა, საფრთხეები არსად გამქრალა. ამიტომ, ამ არჩევნებზე ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლებას, არამედ საქართველოს მშვიდობიან მომავლის ხედვას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის