შალვა პაპუაშვილი - მათ გასაგონად, ვინც სხვის დროშას იფიცებს და სხვის ჰიმნს იზეპირებს, მინდა ვთქვა: ეროვნული ინტერესები არის უპირველესი საზომი ყველა ღირსეული ერის, ქვეყნის და ხელისუფალის

ამ რთულ ჟამს, ჩვენი ხალხის სიბრძნით ზურგგამაგრებულები მტკიცედ დავდექით, ერთგული დავრჩით ჩვენი ქვეყნის ინტერესების და არ დავუშვით ქვეყნის საომარ ველად გადაქცევა”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საფრთხეები არსად გამქრალა. ამიტომ, ამ არჩევნებზე ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლებას, არამედ საქართველოს მშვიდობიან მომავლის ხედვას.

,,როცა ვსაუბრობთ ღირსებაზე, პირველ რიგში, ვგულისხმობთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას. უსამშობლო ძალები, იმასაც კი ცდილობენ, რომ ეროვნულ ინტერესებზე საუბარი სათაკილო გახადონ. მათ გასაგონად, ვინც სხვის დროშას იფიცებს და სხვის ჰიმნს იზეპირებს, მინდა ვთქვა: ეროვნული ინტერესები არის უპირველესი საზომი ყველა ღირსეული ერის, ღირსეული ქვეყნის და ღირსეული ხელისუფლის. ღირსებაა ჩვენი თვითმყოფადობა და მისი პატივისცემა, საკუთარი კულტურისა და ტრადიციების შეცნობა და გააზრება. ღირსებაა შენი წინაპრების ღვაწლის დაფასება. ღირსებაა შენი ოჯახის, მეგობრების, ქვეყნის სიყვარული. ღირსებაა გიყვარდეს შენი სამშობლო და მას აყენებდე ყველაფერზე მაღლა. ამიტომაც ჩვენი გზა არის და იქნება ღირსეული, რადგან ამის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს, უბრალოდ ფუჭია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს