პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი არის მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი ქვეყანაში და რისკებიც, პირველ რიგში, სწორედ მასთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები აბსოლუტურად ლოგიკურია

ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი და შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც ამას უკავშირდება, აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელსაც მივიღებთ ასევე შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლაზე სპეციალური უსაფრთხოების ზომების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „მსოფლიოში განვითარებული მოვლენების და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ყველაფერზეა წამსვლელი, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები აბსოლუტურად ლოგიკურია“.

„თქვენ იცით, რომ არის უსაფრთხოების მომატებული რისკები. იცით, რომ მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, არის მიმდინარე გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე იცით, რა ხდება მსოფლიოში და იცით ასევე ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი, შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც ამას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელსაც მივიღებთ შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური. ამ ქვეყანაში სწორედ ბიძინა ივანიშვილია მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი და რისკებიც, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში არის სწორედ მასთან დაკავშირებული. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია უსაფრთხოების ზომების ის ფორმა, რომელიც დღეს იქნა მიღებული. თქვენ იცით, რა ხდება მსოფლიოში - ეს ერთი და იცით, ასევე, რომ დღევანდელი ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ყველაფერზეა წამსვლელი. წელიწადში 140 ადამიანს კლავდნენ ციხეებში, მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, ჩალის ფასი აქვს მათთვის ადამიანის სიცოცხლეს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს და შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული უსაფრთხოების ზომები”,- განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის