ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი სჭირდება საქართველოს, „ნაცმოძრაობა", როგორც სენი, ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოვაშოროთ, აქ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება

„ნაცმოძრაობა", როგორც სენი, ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოვაშოროთ, რა თქმა უნდა, აქ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია განსაკუთრებული როლის შესრულება „ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საქმეში.

„პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი სჭირდება ქვეყანას, სჭირდება საქართველოს. როგორც სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს 2012 წელს და როგორც მოახდინა მან დემოკრატიული გარდატეხა 2012 წელს, ასეთივე გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება ჩვენ დღეს და ამ გარდამტეხ ცვლილებებში ვგულისხმობ პირველ რიგში იმას, რომ „ნაცმოძრაობა", როგორც სენი, ქართულ პოლიტიკას ჩვენ უნდა ჩამოვაშოროთ. რა თქმა უნდა, აქ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია განსაკუთრებული როლის შესრულება ჩვენ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საქმეში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს