არჩილ თალაკვაძე - ეს არჩევნები, თავისი მნიშვნელობით, განსაკუთრებულია - მოქალაქეები აკეთებენ არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის, სტაბილურობასა და დესტაბილიზაციას შორის, ფსევდო ლიბერალიზმს, სიძულვილსა და ღირსებას შორის

ეს არჩევნები, თავისი მნიშვნელობით, განსაკუთრებულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ მცხეთაში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეები არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის აკეთებენ არჩევანს, არამედ ომსა და მშვიდობას შორის.

„ეს არჩევნები, თავისი მნიშვნელობით, არის განსაკუთრებული, ვინაიდან არა მხოლოდ ახალ პარლამენტს ირჩევენ ჩვენი მოქალაქეები, არამედ ჩვენი საზოგადოება ახლა აკეთებს არჩევანს რთულ დროს ძალიან რთული გამოწვევების გარემოში და იმ პროცესების ფონზე, რაც რეგიონში მიმდინარეობს და იმ ზეწოლის ფონზე, რომელიც ასევე საქართველოს მიმართ იყო ამ წლების განმავლობაში.

ჩვენი მოქალაქეები აკეთებენ არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის არჩევანს, არამედ აკეთებენ არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის, აკეთებენ არჩევანს სტაბილურობასა და დესტაბილიზაციას შორის, აკეთებენ არჩევანს ფსევდო ლიბერალიზმს, სიძულვილსა და ღირსებას შორის. რაც მთავარია, აკეთებენ არჩევანს განვითარებასა და დესტაბილიზაციას შორის, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია მთელი ამ წლების განმავლობაში მიმართავდა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ არჩევნებში ყველას ჩართულობა და მონაწილეობა. რაც უფრო მეტი მოქალაქე მოვა და გააკეთებს არჩევანს, მხარს დაუჭერს მშვიდობას, ქვეყნის განვითარებას, პროგრესსა და ღირსებით ევროპისკენ სვლას, მით უფრო მეტი გარანტია გვექნება ჩვენ ყველას ერთად, რომ საქართველო შეინარჩუნებს იმ მიღწევებს, რაც დღემდე აქვს - ეს არის მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და არსებითი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა