არჩილ თალაკვაძე - ის, ვისაც საქილიკოდ მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებთან პირადად მიდის შეხვედრებზე, იმ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ  დემოკრატიაზე, საზოგადოებაზე და არც იმ ელემენტარულ პატივისცემაზე, რაც პოლიტიკაშია საჭირო

ის, ვისაც საქილიკოდ მიაჩნია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებთან პირადად მიდის შეხვედრებზე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თუ მის გარეშე, იმ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ არც დემოკრატიაზე, არც თავის საზოგადოებაზე და არც იმ ელემენტარულ პატივისცემაზე, რაც პოლიტიკაშია საჭირო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ მცხეთაში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ივანიშვილია ის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ევროპის გზაზე, ქვეყანაში კი ადამიანის უფლებების პატივისცემა, თავისუფალი არჩევნები და რეალური დემოკრატია დააბრუნა.

„როდესაც ჩვენი გუნდის პოლიტიკური ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი - ადამიანი, რომელმაც გარდამტეხი როლი შეიტანა და ქვეყანა დააბრუნა ევროპულ გზაზე, ქვეყანაში დააბრუნა ადამიანის უფლებების პატივისცემა, თავისუფალი არჩევნები და რეალური დემოკრატია, დასაფასებელია, როდესაც მოქალაქეებთან თავად მიდის შეხვედრებზე და თავად ეუბნება იმ არგუმენტებს, რისთვისაც დღეს ასეთი პრინციპული არჩევნები გვაქვს და რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს ასე ძალიან განსაზღვრავს.

შეიძლება, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს იყოს ცინიკური, შეიძლება ეღიმებოდეთ ამ ყველაფერზე, კრიტიკასაც დაიწყებენ, თუ რატომ ხვდებიან „ქართული ოცნების“ ლიდერები საზოგადოებას და ბატონი ბიძინა ივანიშვილი რატომ ხვდება პირადად მოქალაქეებს ამ შეხვედრების დროს, მაგრამ მერწმუნეთ, ნახავთ ამ ყველაფერს, არჩევნების შედეგებს დაითვლის საარჩევნო კომისია და როდესაც ჩვენი ქვეყანა სწორედ ჩვენი გუნდის ლიდერობით, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით განაგრძობს განვითარებას.

ის, ვისაც საქილიკოდ მიაჩნია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებთან პირადად მიდის შეხვედრებზე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თუ მის გარეშე, მერწმუნეთ, იმ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ არც დემოკრატიაზე, არც თავის საზოგადოებაზე და არც იმ ელემენტარულ პატივისცემაზე, რაც პოლიტიკაშია საჭირო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება