ბადრი ჯაფარიძე - ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ივანიშვილი უკვე ცრუ დაპირებებსაც ვეღარ აძლევს ადამიანებს

ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ივანიშვილი უკვე ცრუ დაპირებებსაც ვეღარ აძლევს ადამიანებს, - ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა იცის რომ „გარდაუვალად მარცხდება“.

„ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ივანიშვილი უკვე ცრუ დაპირებებსაც ვეღარ აძლევს ადამიანებს და იცის რა, რომ გარდაუვალად მარცხდება ცდილობს თავისი მცირერიცხოვანი ამომრჩევლის მობილიზაციას.

ეს, რა თქმა უნდა, ვერ იხსნის ივანიშვილს დამარცხებისგან, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დაიბრუნებს მიტაცებულ სახელმწიფოს!”, - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი