ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ კაიროში დაგეგმილი მოლაპარაკებები განიხილა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„პრეზიდენტი ბაიდენი დღეს ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს აშშ-ის აქტიური და მიმდინარე ძალისხმევა, მხარი დაუჭიროს ისრაელის თავდაცვას ირანის ყველა საფრთხისგან, მისი მარიონეტული ტერორისტული ჯგუფების „ჰამასის“, „ჰეზბოლას“ და „ჰუსიტების“ ჩათვლით. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების დასრულების აუცილებლობას და განიხილა მომავალი მოლაპარაკებები კაიროში, რომლის მიზანი დარჩენილი დაბრკოლებების აღმოფხვრაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა, ისრაელი და „ჰამასი“ აწარმოებენ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს, ეგვიპტის, კატარისა და შეერთებული შტატების შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე