თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში „მაიკროსოფტის“ წარმომადგენელს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონგრესის ფარგლებში, პარტიის თავმჯდომარე და გიორგი ვაშაძე „მაიკროსოფტის“ წარმომადგენელს შეხვდნენ.

„დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება. მაგალითად, დღეს ილინოისის და ვისკონსინის გუბერნატორების მოწვევით, დემოკრატიული პარტიის ყველაზე მსხვილ დონორებთან შეხვედრა შედგა. გვქონდა შესაძლებლობა ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენელთან გვესაუბრა, როგორიც არის „მაიკროსოფტი“. საქართველო-ამერიკის ურთიერთობის აღდგენის შემდეგ, რაც დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოხდება, ჩვენ ასევე უნდა შევძლოთ, მსხვილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში მოვიზიდოთ. ეს განსაკუთრებით აქტუალური და საინტერესოა ამერიკული კომპანიისათვის მას შემდეგ, რაც მათ დატოვეს რუსეთის სანქცირებული ბაზარი. საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული პოზიცია, უნიკალური შესაძლებლობები იმისთვის, რომ ეს ინვესტიციები მოვიზიდოთ, რაც შექმნის უამრავ მაღალანაზღაურებად ღირსეულ სამუშაო ადგილებს საქართველოს მოქალაქეებისათვის. ასე რომ, პოლიტიკურ ნაწილთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ეს ვიზიტი ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე