ირაკლი ნადირაძე - ჩვენ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას

ჩვენ გუშინ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას, რომელსაც ერთი სიტყვა არ უთქვამს ხალხის პრობლემების მოგვარებაზე, გაჭირვებაზე, უმუშევრობაზე, გაზრდილ ფასებსა თუ დაბალ შემოსავლებზე. 26 ოქტომბერს უნდა გავერთიანდეთ ყველა, რათა ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის მოღალატე ხელისუფლება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნადირაძის შეფასებით, არჩევნების მმართველი პარტიის მიერ მოგების შემთხვევაში, ივანაშვილის რეალური ამოცანა არა ხალხის პრობლემების მოგვარება, არამედ ოპოზიციის, თავისუფალი სიტყვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის და იმიჯის ბოლომდე განადგურება იქნება.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც საკუთარ თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთანაც კი ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას. ვნახეთ ისიც, რომ ოლიგარქ ივანიშვილს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ხალხის პრობლემების მოგვარებაზე: გაჭირვებაზე, უმუშევრობაზე, გაზრდილ ფასებსა თუ დაბალ შემოსავლებზე, რის გამოც ადამიანები, მათ შორის ბავშვები შიმშილობენ ამ ქვეყანაში. არ გახსენებია ჩვენი ახალგაზრდები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები თუ ამ ქვეყნის ის ასი ათასობით მოქალაქე, რომელთაც გაძვირებული ცხოვრების, დაბალი შემოსავლებისა და უმუშევრობის გამო ქვეყნიდან მოუწიათ წასვლა, საკუთარი შვილებისა და ოჯახების დატოვება. სამაგიეროდ, კვლავ ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის" და დასავლური ოპოზიციის განადგურებაზე, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში, ივანაშვილის რეალური ამოცანა არა ხალხის პრობლემების მოგვარება, არამედ ოპოზიციის, თავისუფალი სიტყვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის და იმიჯის ბოლომდე განადგურება იქნება. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს უნდა გავერთიანდეთ ყველა, რათა ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის ანტიქართული, ანტიეროვნული, მოღალატე ხელისუფლება და ქვეყანა კვლავ სწრაფი სვლით წავიყვანოთ ევროპისკენ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ ევროპული შემოსავლები და კეთილდღეობა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა