სახალხო დამცველი „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა.

როგორც იოსელიანმა განმარტა, შესაძლო დისკრიმინაციის ნაწილში მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამასთან, განმარტა, რომ ყველაფერს გააკეთებს მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად.

„პროტესტის დაწყების პირველი დღიდან, საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ მათი საკითხის შესწავლა. რამდენიმე საჯარო განცხადებაც გამოვაქვეყნეთ, სადაც მოვუწოდეთ როგორც დამსაქმებელს, ისე შრომის ინსპექციას საკითხის მოგვარებისკენ. საქმე ეხება შრომით დისკრიმინაციას, პროტესტის ფორმის გამოხატვის შესაძლებლობას და ასე შემდეგ. განსაკუთრებით დისკრიმინაციის ნაწილში მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას. იცით, რომ უშუალო მედიაციას ვერ მოვახდენთ, ამის მანდატი არ გაგვაჩნია, მაგრამ ყველა ძალას ვიღონებთ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული იყოს. რა ინფორმაციაც გამიზიარეს, ისინი საუბრობენ ღირსების შემლახველ სამუშაო პირობებზე, დისკრიმინაციის სავარაუდო ფატებზე, ისეთი გარემოს შექმნაზეც საუბრობენ, სადაც თანამშრომლები შესაძლოა დაპირისპირებულები იყვნენ. ყველაფერს შესწავლა სჭირდება. ამის უფლებამოსილება გააჩნია შრომის ინსპექციას, ხოლო შესაძლო დისკრიმინაციაზე - ჩვენ. ამასთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ”, - აღნიშნა იოსელიანმა.

ინფორმაციისთვის, “ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას 12 აგვისტოდან მიმართეს. ისინი ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს