ირაკლი ნადირაძე - სანქცირებული სასამართლოს იმედი არ უნდა გვქონდეს - მოლოდინები მინიმალურია, მაგრამ მთავარია, რომ 26 ოქტომბრის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც იქნება გაწვეული, „რუსული კანონი“ იქნება

სანქცირებული სასამართლოს იმედი არ უნდა გვქონდეს არცერთ ინსტანციაში. მოლოდინები მინიმალურია, მაგრამ მთავარია, რომ 26 ოქტომბრის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც იქნება გაწვეული, ეს „რუსული კანონი“ იქნება, - ამის შესახებ „ერთიანობა“- ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველა „ანტისახელმწიფოებრივი“ და „ანტიდასავლური“ კანონი გაწეული იქნება და ქვეყანა ევროპულ რელსებს დაუბრუნდება.

„ამ ქვეყანაში სანქცირებული სასამართლოს იმედი არ უნდა გვქონდეს, არცერთ ინსტანციაში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო და მოლოდინები ამასთან დაკავშირებით მინიმალურია, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ მთავარია, რომ 26 ოქტომბრის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც გაწვეული იქნება, ეს იქნება „რუსული კანონი“. ამიტომ ჩვენ ვართ, არა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს იმედზე, არამედ ხალხის იმედზე, რომელიც დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“ და რუს ოლიგარქ ივანიშვილს. ყველა ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური კანონი იქნება გაწვეული და ქვეყანა დაბრუნდება ევროპულ რელსებზე, ევროპულ გზაზე. ქვეყანაში იქნება ყველა ის საშუალება და ბერკეტი, რომელიც წინ ევროპისკენ სწრაფად წაგვიყვანს“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი