ლევან ბეჟაშვილი - „ბრონირებული“ აკვარიუმით საზოგადოებასთან ურთიერთობა ქილიკის თემა არ არის, ეს არის სერიოზული დისტანცირება და არაადეკვატურობა იმ პრობლემების მიმართ, რომელიც ხალხში არსებობს

საზოგადოებისთვის გაცხადდა თუ რა მიზანს ემსახურებოდა სუს-ში გამოძიების დაწყება, რომ სწორედ ეს გამართლება ჰქონოდათ - ხელისუფლება მუდმივად აპელირებს ხელისუფლების შენარჩუნებაზე და არა საზოგადოების პრობლემების მოგვარებაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მმართველი პარტია საზოგადოებაში შიშისა და სიძულვილის დათესვას ცდილობს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

„შემთხვევითი არ არის, რომ ივანიშვილი „ბრონირებული“ აკვარიუმით ესაუბრებოდა საზოგადოებას, ეს არის დისტანცირება, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებას აქვს ქართველ ხალხთან. არცერთი გზავნილი არ შეიცავდა პოზიტიური მოლოდინის შექმნას თუ რისი შეთავაზება უნდათ მათ საქართველოს მოსახლეობისთვის. მათი მთელი ყურადღება ხელისუფლების შენარჩუნებისკენაა მიმართული და არარსებული „ქიმერებით“, ომის საფრთხეებით, საზოგადოებაში შიშის დანერგვით, ძალადობითა და ზეწოლით, უნდათ, რომ საზოგადოება შეაშინონ. ეს ნარატივი დასდევდა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა წევრების გამოსვლებს. მათ იციან, რომ ყველა გამოკვლევით ოპოზიცია იმარჯვებს და ოპოზიციას ექნება გადამწყვეტი უმრავლესობა.

„ბრონირებული“ აკვარიუმით საზოგადოებასთან ურთიერთობა ქილიკის თემა არ არის, ეს არის სერიოზული დისტანცირება და არაადეკვატურობა იმ პრობლემების მიმართ, რომელიც ხალხში არსებობს. დღეს, მე მგონი საზოგადოებისთვის გაცხადდა თუ რა მიზანს ემსახურებოდა სუს-ში გამოძიების დაწყება, რომ სწორედ ეს გამართლება ჰქონოდათ.

ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის, რომელიმე მსოფლიო ლიდერთან შედარება არარელევანტურია. ხელისუფლება მუდმივად აპელირებს ხელისუფლების შენარჩუნებაზე და არა საზოგადოების პრობლემების მოგვარებაზე“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს