კახა კალაძე - სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი? ნახეთ, ტრამპს პირდაპირ კლავდნენ, ადამიანი სიტყვით  გამოდიოდა და ესროლეს - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფრის მკადრებელია

სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი? ნახეთ, ტრამპს პირდაპირ კლავდნენ, ადამიანი გამოდიოდა სიტყვით, ესროლეს და სიკვდილისთვის განწირული იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „ქართული ოცნების“ გუშინდელ ღონისძიებაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ტრიბუნა ტყვიაგაუმტარ მინებში იყო მოთავსებული.

კახა კალაძის განმარტებით, „რადიკალური დაჯგუფება - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც გარედან იმართება, ყველაფრის მკადრებელია“.

„ზოგიერთ ტელევიზიას აქვს სურვილი, ოპოზიცია ისე წარმოაჩინოს, რომ საწყალი და დაბეჩავებულია. შეიძლება დაბეჩავებული, განადგურებული მართლა არის, მაგრამ ყველაფრის მკადრებელია იმ ვითარებაში, სადაც ისინი იმყოფებიან. არ ავხსნი, სად იმყოფებიან. გვარამიამ უფრო კარგად იცის, სად იმყოფებიან. ყველაფრის მკადრებლები არიან. ჩვენ ვნახეთ ფაქტი - წარმოგიდგენიათ, აშშ-ში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია და ერთ-ერთ კანდიდატს ესროლეს, კლავდნენ ჩვეულებრივად. შესაბამისად, ყველაფერს იკადრებენ. ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი ფიგურა. ძალიან დიდი როლი აქვს ამ ადამიანს იმაში, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სიმშვიდე, „ქართული ოცნება“ პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს და ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს. ამიტომ, უსაფრთხოების ზომები გაზრდილია. ნახეთ ტრამპის საჯარო გამოსვლა. რა თქმა უნდა, ყველა იცავს უსაფრთხოებას და ჩვენც შესაბამისად ვიქცევით“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ეშინია თუ არა ბიძინა ივანიშვილს თავდასხმის, კალაძემ უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა.

„ბატონი ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად დაამთავრა ბოროტება, რომელიც წარმოდგენილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და გვიმტკიცებდნენ, თითქოს ეს იყო „დემოკრატის შუქურა“. წარმოგიდგენიათ? იმ ბოროტებზე გვეუბნებოდნენ, რომ „დემოკრატიის შუქურა“ იყო. როგორ აუბედურებდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ. დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. ზუსტად ბიძინა ივანიშვილი ყო, რომელმაც ყველაფერი გადადო თავისი სიცოცხლის, ოჯახის რისკის ფასად და 2012 წელს ბოროტება დაამარცხა. ეს ძალა არსად წასულა, ისევ აქ არის. აქ მარტო „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბარი არ არის. რადიკალური დაჯგუფება, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ დავარქვათ, რომელიც იმართება გარედან და რომლებიც ყველაფრის მკადრებლები არიან. შესაბამისად, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი? ნახეთ ტრამპს პირდაპირ კლავდნენ, ადამიანი გამოდიოდა სიტყვით, ესროლეს და სიკვდილისთვის განწირული იყო. უბრალოდ, არ ვიცი როგორ გადარჩა“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად არის მხოლოდ ივანიშვილი საფრთხის ქვეშ და სხვები არა, კალაძემ უპასუხა: „კი, ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ქართულ პოლიტიკაში. იმაში,რომ ქვეყანაში ინარჩუნებს მშვიდობას და ქვეყანა ვითარდება“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში