კახა კალაძე - ერთ მხარეს დგას ბოროტება, ომი, ქვეყნის განადგურება, ხოლო მეორე მხარესაა სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა ევროპული მომავლისკენ

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ზეწოლისა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, მმართველი გუნდისთვის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

„ის, რაზეც ვსაუბრობთ და რასაც მოსახლეობას ვპირდებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ვხედავთ, თუ რა ხდება მსოფლიოში, რა ვითარებაა რეგიონში. მშვიდობის დაცვა, შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დგას ბინძური, ყველაფრის მკადრებელი ძალა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით. ქვეყანა ვერ განვითარდება ეკონომიკურად, ვერ წავალთ წინ და ვერ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი, თუ მშვიდობა არ გვექნა. გუშინ კიდევ ერთხელ გაკეთდა ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ახსნა არ სჭირდება, თუ რა ვითარებაა დღეს, ზოგადად, მსოფლიოში და რეგიონში, რა ძალები ებრძვიან ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, ყველა უნდა გავერთიანდეთ, დავიცვათ ქვეყნის მომავალი, მისი ხვალინდელი დღე, კულტურა და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებულ შეკითვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ პასუხს ყველა ის ადამიანი აგებს, რომელთა ქმედებებმა საქართველოს ტერიტორიები დააკარგინა.

„სიახლე არის ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ებრძვის ქვეყანას და ეწინააღდეგება მის განვითარებას, მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად, ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაული, რომლის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, გვაქვს დაკარგული სოფლები და განადგურებული ინფრასტრუქტურა. ისე უბრალოდ არ ხდება, რომ რაღაცამ ჩაიარა და მორჩა. ამ ყველაფერს სჭირდება პასუხის გაცემა. პასუხისგება კი ყველა იმ ადამიანს და პოლიტიკურ პარტიას მოუწევს, ვინც ამ ქმედებებში და ღალატში იქნება დადანაშაულებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ოქტომბერში მოსახლეობას არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება, რადგან ერთ მხარეს დგას ბოროტება, ხოლო მეორე მხარეს სიმშვიდე და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

„დღეს საუბარი არ არის პარტიებზე. საუბარია ქვეყნის ბედზე, სად და როგორ იქნება საქართველო - ქვეყანაში იქნება ომი, გამოიყენებენ მას ისევე, როგორც სხვა ქვეყნები დიდი ქვეყნების ინტერესებისთვის, თუ შენარჩუნდება მშვიდობა და მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება. ერთ მხარეს დგას ბოროტება, ომი, ქვეყნის განადგურება, სიცრუე და მეორე მხარეს არის სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა ევროპული მომავლისკენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე