ირაკლი ქადაგიშვილი - ნათელია, რომ იმას, ვინც მშვიდობისთვის იბრძვის, ესვრიან - უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებას შესაბამისი სამსახური იღებს და ეს დამოკიდებული არ არის პიროვნებაზე - მას როგორ და რანაირად სურს

ჩვენი ოპოზიციისთვის ხომ უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მეასე და მეათასე ხარისხოვანია? ამიტომ, ახლა ისინი ამ მდაბიო „ღადაობაში“ იქნებიან „კაი“ ხანი ჩარჩენილები - ერთი რამ ნათელია, რომ იმას, ვინც მშვიდობისთვის იბრძვის, ესვრიან, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „ქართული ოცნების“ გუშინდელ ღონისძიებაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ტრიბუნა ტყვიაგაუმტარ მინებში იყო მოთავსებული.

მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურს რომ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული აქვს, კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეობს.

„ოპოზიცია გასაგებია, რომ მეათასე ხარისხოვან საკითხებს ეკიდება იმ პოლიტიკურ გზავნილებთან და პლატფორმასთან მიმართებაში, რაზეც მათ ბევრი სათქმელი არ აქვთ. ამიტომ, ცდილობენ, რომ აბუჩად აგდების კონტექსტში გადაიყვანონ ეს ყველაფერი. ერთი რამ ნათელია, რომ იმას, ვინც მშვიდობისთვის იბრძვის, ესვრიან. ეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის მაგალითზეც თვალნათლივ ვიხილეთ სულ რაღაც 1 თვის წინ. ასევე ვიხილეთ, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მაგალითზე. ისტორიულად თუ გადავხედავთ, ბევრ მნიშვნელოვან, მსოფლიო პოლიტიკოსს მაშინ ესროდნენ, როდესაც ის ყველაზე მეტად იბრძოდა მშვიდობისთვის. ამიტომ, აქაც რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური კონტექსტი სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს. აგრეთვე, ვიცით, რომ უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულ გამოძიებას ატარებს, პრევენციულ ზომებს იღებენ და ის, რომ მას უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული აქვს, ესეც კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეა”, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებლობას და გადაწყვეტილებას შესაბამისი სამსახური იღებს და ეს დამოკიდებული არ არის პიროვნებაზე - მას როგორ და რანაირად სურს.

“ეს პირველ რიგში, დამოკიდებულია იმ სამსახურების და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებაზე, ვინც პასუხისმგებელია კანონისა და დაცვის ობიექტის წინაშე მისი უსაფრთხოებისათვის.

როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე და როდესაც ამ უსაფრთხოებას კონკრეტული საფრთხე ემუქრება, როდესაც ძალიან მოკლე პერიოდში სახეზე გვაქვს ის თავდასხმები, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებზე ხორციელდება და ის გზავნილები, რაც საქართველოსთან მიმართებაშიც იქნა გაჟღერებული, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას შესაბამისი გაგებითა და სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. მაგრამ, ჩვენი ოპოზიციისთვის, ხომ უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მეასე და მეათასე ხარისხოვანია? ამიტომ, ახლა ისინი ამ მდაბიო “ღადაობაში” იქნებიან „კაი“ ხანი ჩარჩენილები. მეტი სერიოზული მსჯელობისთვის მათ პოზიცია და არგუმენტი არ აქვთ. ასე რომ, ნუ ინერვიულებენ ისინი. საზოგადოება ნორმალურად აფასებს, როდესაც ადამიანს უსაფრთხოების უზრუნველყოფა სჭირდება და ეს უზრუნველყოფილია“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება