ნინო წილოსანი - „ლელოს“ ახალი ფორმირება არის პოლიტიკური, ამორალური ვაკჰანალია

„ლელოს“ ახალ ფორმირებას რომ შევხედოთ, ალბათ, ყველაზე კარგი შეფასება იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური, ამორალური ვაკჰანალია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ის ადამიანები, რომლებსაც არ აერთიანებთ არანაირი საერთო აზრები და იდეები მხოლოდ და მხოლოდ ფულის მეშვეობით გაერთიანდნენ.

„ლელოს“ ახალ ფორმირებას რომ შევხედოთ, ალბათ, ყველაზე კარგი შეფასება იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური, ამორალური ვაკჰანალია. ის ადამიანები, რომლებსაც არ აერთიანებთ არანაირი საერთო აზრები და იდეები მხოლოდ და მხოლოდ ფულის მეშვეობით გაერთიანდნენ. მიზიდულობის ძალა მხოლოდ და მხოლოდ იმ ფულმა შექმნა, რომელიც “ლელოშია”. მათ ერთადერთი ინტერესი ამოძრავებდათ, რომ როგორღაც მოვიდნენ ხელისუფლებაში და ძალაუფლება ჩაიგდონ იმისთვის, რომ საქართველოს დაუნგრიონ ეკონომიკა. ამის ძალიან ნათელი მაგალითი გვაქვს ანაკლიის პროექტის სახით, რომელიც “ლელოს” ლიდერებმა ჩააგდეს. ასევე, ძალიან დიდი მაგალითი გვაქვს - როგორი ფორმით დანგრევას აპირებენ საქართველოს ეკონომიკისა. აპირებენ, რუსეთის დასანქცირებას და მასთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას, რაც იცით, რამდენად მნიშვნელოვან და დიდ როლს ასრულებს ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებში.

ყველა მათი მოთხოვნა, რომელიც ემსახურება და საბოლოოდ, გრძელვადიან ჭრილში მიიყვანს ქვეყნის დეგრადაციამდე, რა თქმა უნდა, ამ იდეით არიან ისინი გაერთიანებული.

რაც შეეხება ლევან ცუცქირიძის გაერთიანებას, ვფიქრობ, რომ ეს გაერთიანება პირდაპირ აფორმებს “ლელოს”, როგორც ნაცისტურ პარტიას, იმიტომ, რომ ლევან ცუცქირიძე არის “ნაცების” რუპორი. ის 2008 წლიდან იყო “ნაცების” “გამპრავებელი”. მან სააკაშვილს თავისი არჩევნები “გაუპრავა”. ის რჩებოდა ყოველთვის “ნაცების” მსახურად. ახლაც გააგრძელებს “ლელოს” ფარგლებში, რომ ნაცისტურ იდეებს ემსახუროს და “ლელო” უკვე დეკლარირებულად, ლევან ცუცქირიძის ოფიციალურად შემოერთებით გაფორმდა, როგორც “ნაცური” პარტია”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის