ანა ნაცვლიშვილი - ძალიან შეშინებულ მდგომარეობაში მყოფი ივანიშვილი ღირსებით სავსე ქართველ ერს არ გამოხატავს!

თუ ვინმეს სურს, საქართველოს სახე ისეთი იყოს, რაც ჩვენ გუშინ, ბიძინა ივანიშვილის სახით ვნახეთ, ამ ქვეყნის მაჯისცემას აცდენილია - გუშინ ივანიშვილი არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ შეშინებულ და დაზაფრულ, ოკუპანტი ქვეყნის მთავარმართებელს გამოხატავდა, - ეს შეფასება მედიასთან გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე გამოჩნდა, რომ მმართველ პარტიას მოქალაქეების პრობლემებთან დაკავშირებით არც გეგმა, არც ხედვა და არც მოქმედების უნარი არ გააჩნია.

„ეს არის ხელისუფლება, რომელიც ჩარჩენილია წარსულში და სურს, ქვეყანაც წარსულში დააბრუნოს. ამ ქვეყნის მოქალაქეებს გაკეთებული აქვთ მტკიცე არჩევანი - ჩვენ მომავალს ვირჩევთ! ვირჩევთ ევროპულ მომავალს! ეს არჩევანი 26 ოქტომბერს გაფორმდება, როცა რუსული ხელისუფლება დასრულდება.

„ქართული ოცნების“ გუშინდელი ღონისძიება ერთადერთ შთაბეჭდილებას ტოვებს - შეშინებული კაცი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს არ და ვერ გამოხატავს. ის, რაც ჩვენ გუშინ ბიძინა ივანიშვილის სახით ვნახეთ, არ ეკადრება არც ამ ქვეყნის დიად წარსულს და არც იმ ნათელ მომავალ ეკადრება, რაც ამ ქვეყანას ნამდვილად აქვს. ძალიან შეშინებულ მდგომარეობაში მყოფი ივანიშვილი ღირსებით სავსე ქართველ ერს არ გამოხატავს!“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო