ოთარ შამუგია - მიმდინარე წელს, საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, დაახლოებით, 30-40%-ით მაღალია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიასა და სამეგრელოში იმყოფებოდა. მინისტრი თხილის მწარმოებლებს შეხვდა და მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის მიმდინარე საკითხებს ადგილზე გაეცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, წელს მეთხილე ფერმერების შემოსავალი 250 მლ ლარზე მეტი იქნება.

„შევხვდით ფერმერებს გურიის და სამეგრელოს რეგიონებში და არსებულ ვითარებას გავეცანით. წელს თხილის მოსავალი არის გაუმჯობესებული, როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი მაჩვენებლებით. რაც შეეხება ფასს, მიმდინარე წელს, საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, დაახლოებით 30-40%-ით მაღალია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ წელს ფერმერები მიიღებენ მნიშვნელოვნად მეტ შემოსავალს თხილის რეალიზაციიდან - წელს მეთხილე ფერმერების შემოსავალი 250 მლ ლარზე მეტი იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ფერმერებს, რომ ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე; ასევე გადავცეთ ცოდნა იმისათვის, რომ სათანადოდ მოუარონ ბაღებს და მიიღონ ხარისხიანი მოსავალი, რაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს მეტ შემოსავალს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მხარდაჭერის კიდევ ერთი პროგრამა გასულ წელს, რომელიც წელსაც გაგრძელდა. ვეხმარებით როგორც მცირე ფერმერებს, ასევე მსხვილი ბაღების მფლობელებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გურიისა და სამეგრელოში თხილის ბაღები და გადამმუშავებელ-შემნახველი ინფრასტრუქტურა მხარეების გუბერნატორებმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე